✓ ლიფტი✓ გათბობა✓ ცხელი წყალი✓ ბუნებრივი აირი✓ ინტერნეტი✓ ტელევიზორი✓ სარეცხი მანქანა✓ მაცივარი✓ სიგნალიზაცია
აღწერა
ქირავდება ახალი გარემონტებული, მყუდრო და ნათელი 3-ოთახიანი ბინა მუხიანში!
💰 ფასი: $550. იხდით პირველი და ბოლო თვის საფასურს.
🏠 ბინის დეტალები და უპირატესობები:
მისაღები & სამზარეულო: სტუდიოს ტიპის მოსახერხებელი სივრცე თანამედროვე ჩაშენებული სამზარეულოს гарნიტურით, ტევადი კაბინეტებით, დიდი კუთხის დივნითა და ჟურნალების/სასადილო მაგიდით პუფებთან ერთად.
პირველი საძინებელი: მთავარი საძინებელი ორადგილიანი საწოლით, ტუმბოებით, ელეგანტური ჭაღითა და დიდი სარკიანი კარადა-კუპეთი.
მეორე საძინებელი: მეორე იზოლირებული, ნათელი საძინებელი საწოლით, ჩაშენებული კარადითა და ფანჯრით.
სველი წერტილი: სუფთა და თანამედროვე აბაზანა საშხაპე ზონით, ხელსაბანითა და სათავსოებიანი სარკით.
აივანი: ღია აივანი ლამაზი ხედითა და სარეცხის საშრობი კონსტრუქციით.
კომფორტი: ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, თანამედროვე განათება და ხარისხიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.
📞დამატებითი დეტალებისთვის ან ბინის სანახავად დაგვიკავშირდით
🗺️ რუკაზე — თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, მუხიანი, გობრონიძის ქ., 13